კამალა ჰარისი ისრაელ-„ჰამასის“ ომზე
ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დუბაიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კამალა ჰარისის თქმით, შეერთებული შტატები ღაზის სექტორის ბლოკადისა და ოკუპაციის წინააღმდეგია და მხარს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინური სახელმწიფოს არსებობას უჭერს
