მაკრონი კატარში მიემგზავრება
ემანუელ მაკრონი კატარში მიემგზავრება. ამის შესახებ მან დუბაში, კლიმატის სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის შეეცდება, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახება ახალი შეთანხმების მიღწევას შეუწყოს ხელი. მანამდე ისრაელის მხარემ მოლაპარაკების ჩიხში შესვლის შესახებ განაცხადა და კატარიდან საკუთარი დელეგაცია უკან გაიწვია
