თავდაცვის სამინისტროს განცხადება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნი ფორმების შესახებ ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. განცხადებაში წერია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა. ხორცის ყოველ დღიური რაციონის ნორმა გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნი ფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კონკრეტული მედიები მიზანმიმართულად ცდილობენ თავდაცვის ძალების და ზოგადად, ჯარში სამხედრო სამსახურის მიმართ დაამკვიდროს ნეგატიური განწყობები
