ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს სრულად, სახელმწიფოს დაფინანსებით იმკურნალოს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურეების ხარისხს. რაც შეეხება, ონკოლოგიურ ქირურგიას, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკო პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია
