ქართული ღვინის აღიარება პარიზში
როგორც ფრანგები ამბობენ: აპეტიტი ჭამასთან ერთად მოდის. ასეთი ფრაზის ავტორმა ქვეყანამ კარგად იცის როგორ აღძრას მადა უზადოდ დახვეწილი გასტრონომიითა თუ სასმელით. ამიტომაც ტყუილად არ ანდობს მსოფლიო ფრანგულ ელიტას საუკეთესო კულინარიისა თუ ღვინის გამოვლენის უფლებას, სხვა თუ არაფერი ფრანგებმა კარგი ღვინის ფასი, კარგად იციან. მოდით ასე ვთქვათ, პარიზი მაღალი მოდის გარდა, გასტრო-მეღვინეობის ოსკარის ცერემონიალსაც ატარებს, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია, ეს ერთეულები კი მაღალი გემოვნებისა და ესთეტიკის უმაღლესს კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. და დიახ, ქართულმა ღვინომ ამ სივრცის დაპყრობა და გულის მოგებაც შეძლო. ეს რთული გზა შატო „ზეგაანის“ საფერავმა გაიარა და ერთეულებში, მასპინძლების შემდეგ, მხოლოდ იტალიურ და ესპანურ ღვინოებთან ერთად შეძლო თავის მოწონება. ანუ სივრცეში, სადაც მოდა გემოვნებაზე მეფობს, ქართულმა საფერავმა ტოლი არავის დაუდო, მათ შორის არც მსოფლიოში აღიარებულ და კარგად ნაცნობ ღვინოებსაც
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
