პრემიერი მსოფლიო ლიდერთა სამიტზე
სამყაროს ყველაზე მწვანე პლანეტას ყოველწლიურად ახალი გამოწვევა და პრობლემა უჩნდება, ეს უკვე დიდი ხანია არ არის ფანტასტიკის სფერო და მხოლოდ მეცნიერების დილემა. ეს თითოეული ჩვენთაგანის უმთავრესი საზრუნავია, განურჩევლად რასისა და რელიგიისაა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თემაზე, გლობალური კლიმატის ცვლილების შესაჩერებელ მექანიზმებზე გაეროს ეგიდით პლანეტის ყველა კუთხიდან, 160-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დუბაიში შეიკრიბა. საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა და ამ გეგმით წვლილი შეაქვს გლობალური პრობლემის მოგვარების სქემაში. ეს გეგმა 70 ათასამდე დელეგატს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავად გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა 28-ე კონფერენციის მონაწილეებს ციფრებში აუხსნა, თუ როგორია საქართველოს მიერ განახლებადი წყაროებიდან მოხმარებული ენერგიის ჯამი და პერსპექტივა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
