ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
5-წლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის კოლხეთი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. ეროვნული ლიგა ორი ბოლო ტურში დავით კვირკველიას გუნდმა სტუმრად უშუალო კონკურენტ გარეჯთან ითამაშა, რომლის წინააღმდეგ სასურველ შედეგს მიაღწია. ანგარიში მე-19 წუთზე საჯარიმო დარტყმით დათა სიჭინავამ გახსნა. გარეჯმა 86-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილის გოლით გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა. კოლხეთმა, რომელსაც მამუკა ჯუღელი ხელმძღვანელობს, სეზონი 77 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და ერთადერთი ქულით აჯობა გარეჯს. ფოთელები 2024 წლის სეზონს ეროვნულ ლიგაში გაატარებენ, ხოლო გარეჯი უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის პლეი ოფში სამტრედიას შეხვდება
