„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში გავიდა
ზედიზედ მესამედ, „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში გავიდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა ნახევარ ფინალური შეხვედრა ავჭალის სარაგბო მოედანზე ესპანეთის იბერიანსის წინააღმდეგ ჩაატარა და 41:0 გაიმარჯვა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ივანიშვილი დასახელდა. „შავი ლომის“ მეტოქე ფინალში ისრაელის თელ ავივ ჰითსა და რუმინულ ვულვზს შორის გამარჯვებული იქნება
