სალომე ქობულაშვილის გამოფენა
ქვების მისტერიები - ამ სახელწოდებით, გალერეა შარდენში, მოქანდაკისა და სამკაულების დიზაინერის, სალომე ქობულაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრები შექმნილია შერეული ტექნიკით და გამოყენებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვებული მინერალური და ძვირფასი ქვები. ავტორის თქმით, ინსპირაციის წყარო ბუნებაში ნაპოვნი მინერალური ქვებია. სალომე ქობულაშვილის ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით კერძო კოლექციებში ინახება და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში
