იუსტიციის სამინისტროს განცხადება
იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო სამივლინებო“ ხარჯების თაობაზე. როგორც იუსტიციის სამინსტროს განცხადებაშია აღნიშნული, თვითმფრინავებისა და პილოტების ფონზე მომზადებულ მანიპულაციურ სიუჟეტში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საუბარია, თითქოსდა სამინისტროს ხელმძღვანელობამ ექვს თვეში 7 მილიონ ლარამდე დახარჯა მივლინებებთან დაკავშირებულ ფრენებზე. განცხადებაში წერია, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6 მილიონზე მეტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯია, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს
