„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაბეიშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი დაპირისპირებაა. ქვეყნის მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამის პარალელურად, ხაბეიშვილი, ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეს ათავისუფლებს. პარტიის ხელმძღვანელის მიერ დასჯილი დარეჯან ცქვიტარია აცხადებს, რომ ნაც მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, განსხვავებულ აზრს პირდაპირ ეწინააღმდეგება და ბოლშევიკური რეჟიმი დაამყარა პარტიაში
