პარტია ხაბეიშვილის წინააღმდეგ
ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, რომ გადადგეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა მოძრაობიდან. განცხადებას ხელს აწერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი
