პრემიერის სიტყვით გამოსვლა მსოფლიო ლიდერთა სამიტზე
„მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი დუბაიში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ 28-ე კონფერენციაზე“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განახლებადი ენერგო რესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკო მეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას
