„მართე შენი ქალაქი“
რუსთავის მერიაში, ახალგაზრდების ხელშწყობის და თვით მმართველობის მუშაობაში მათი ჩართულობის მიზნით განხორციელებული პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დასრულდა. პროექტის მონაწილე 14 სტუდენტს, რუსთავის მერმა სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. პროექტი რუსთავის მერიამ გასული წლის თებერვალში დაიწყო. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რუსთაველი სტუდენტები, მერიის სამსახურებში განხორციელებულ რეფორმებს, მუშაობის სპეციფიკასა და ახალ მუნიციპალურ სერვისებს, ადგილზე ეცნობოდნენ
