უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია
უნივერსიტეტის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 4 დეკემბერს ორმხრივად აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ვიდეო მიმართვისას განაცხადა. დედაქალაქის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ტერიტორიის მოწესრიგების, გზის დახაზვისა და გამწვანების სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
