ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხების განხილვა
ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხები. განათლების მინისტრის განცხადებით, ეს შეხვედრა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლებას, ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას
