ტრამპის საქმე
შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლო, დადგენილება გამოსცა, რომლის თანახმადაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ექს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გასამართლება. ცნობას სი ენ ენი ავრცელებს და იუწყება, რომ აღნიშნული დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სხვა სამოქალაქო სარჩელების აღძვრის შესაძლებლობასაც იძლევა. საქმე ეხება კაპიტოლიუმის პოლიციის ორი ოფიცრისა და ათამდე დემოკრატი კონგრესმენის სარჩელს, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს წარადგინეს ტრამპის წინააღმდეგ და ის ექვსი იანვრის მოვლენების დროს ძალადობის პროვოცირებაში დაადანაშაულეს
