ბლინკენის განცხადება
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივების აუცილბელობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა არაბული ლიგის წევრი ქვეყნების ლიდერებთან იმსჯელა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა. ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შტატების მთავარი დიპლომატი დუბაიში კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის საგარეო სამქეთა მინისტრებსა და პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებს შეხვდა
