პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე კრიტიკული ვითარებაა
პოლონეთ- უკრაინის საზღვარზე კრიტიკული ვითარებაა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უკრაინელ მძღოლებს სასმელი წყალი, საკვები და საწვავი უმთავრდებათ. პოლონელი პოლიციელები კი მათ მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებამდე არ უშვებენ.
