ლევან მაისურაძე CDMSI-ის ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად აირჩიეს
ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის რიგით 24-ე სხდომაზე, ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად, კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე 31 ხმით აირჩიეს.
