სასამართლო სისტემა
მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადების შეფასება დღეს მედიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვა. სანქცირების ნაწილში, რომ ასი პროცენტით მართალია - მურუსიძის ამ სიტყვების საპასუხოდ, ნინო ქადაგიძემ განმარტა, რომ ის, პირველ რიგში, მოსამართლეთა კორპუსის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო ბოდიშის მოხდას ელოდება. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც შეერთებული შტატებიდან ბოდიშის მოხდას ეხებოდა, ქადაგიძემ თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან შესაბამის მტკიცებულებებს ელოდებიან, რომლებიც საფუძვლად მოსამართლის სანქცირებას დაედო. რაც შეეხება იმას, უნდა ჩატარდეს თუ არა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ „ეს ცოტა დილეტანტური შეკითხვაა“.