ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციის ნაწილის უარყოფით როლზე ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ
ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციის ნაწილის უარყოფით როლზე ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებს.
