ზელენსკი-ზალუჟნის შესაძლო დაპირისპირება
უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის შესაძლო დაპირისპირების თემა, დასავლურ მედიაში აქტუალურია. პრეზიდენტსა და არმიის მთავარ სარდალს შორის კონფლიტს, აქტიურად განიხილავენ კიევშიც. ეჭვებს სულ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ ოფიციალური კიევი ზელენსკისა და ზალუჟნის შორის კონფრონტაციას ღიად არ ადასტურებს, თუმცა მაღალჩინოსნები ამ საკითხზე, პრესასთან ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში საუბრობენ.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
