შეკვეთილი სტატის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მიკერძოებული პუბლიკაცია ფაქტობრივი შეცდომებით - ასე აფასებენ სახელისუფლებო პარტიის წევრები პოლიტიკოში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც კონკრეტულ სიაში შეყვანილია პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილიც. „ქრონიკამ“ გაარკვია, ვინ არიან პუბლიკაციის ავტორები. მათ შორისაა „ქართული ოცნების“ კრიტიკით დაკავებული ჟურნალისტი ზოია შეფტალოვიჩი. მსგავსი შინაარსის სტატიებს პოლიტიკოში შეფტალოვიჩთან თანაავტორობით ხშირად აქვეყნებს ნიკოლას კამუტი. კამუტი კი ის ჟურნალისტია , რომელიც გიული ალასანიას მიერ ლობისტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია ნახსენები.
