ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მინისტერიალი
ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში, 2016 წლიდან დღემდე საქართველომ, დაახლოებით სამი მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე პრემიერ მინისტრმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალზე ისაუბრა.
