შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის ელჩი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის ელჩი ეწვია. რობინ დანიგანმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით აღჭურვილი ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა.
