“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება
“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება. არაერთი მცდელობის მიუხედავად ერთობის მანიფესტმა მხარეები ჯერ ვერ გააერთიანა. მელიას მხარდამჭერი როგორც თბილისის, ისე რეგიონების რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაბეიშვილს პარტიის დანგრევაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ, ხაბეიშვილის ფლანგი კი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე და მისი მომხრეები, პარტიას ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნიან.
