პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა დღესვე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩიც მიიღო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. ახლა საქართველო ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურებას ელოდება
