საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია
რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციას - ქვეყნის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. რუმინეთის მხარდაჭერას და სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ამ სიტყვებით ეხმიანება მნშვნელოვან რეზოლუციას სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინელ კოლეგებს მადლობას უხდის და ამ მხარდაჭერას ფასდაუდებელს უწოდებს. „ძალიან ვაფასებთ რუმინეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასეთ გადამწყვეტ მომენტში“ - ეს უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სიტყვებია
