პრემიერი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკთან საქართველოს თანამშრომლობაზე იმსჯელეს დღეს პრემიერ-მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც 18 ინვესტიციისგან შედგება. მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრებიც განიხილეს
