დაპირისპირება პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის
უკრაინაში პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებას ვრცელი სტატია მიუძღვნა გამოცემა „ეკონომისტმა“. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და არმიის მთავარსარდალს შორის დაპირისპირება ფრონტის ხაზზე წარუმატებელი და ჩიხში შესული კონტრიერიშის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. ვოლოდიმერ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის ღია კონფრონტაციის შესახებ „ეკონომისტს“ უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანი ესაუბრა. ანონიმურმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ შესაძლოა ზალუჟნიმ არაგონივრული ნაბიჯი გადადგა, როდესაც ფრონტის ხაზზე შექმნილ რთულ ვითარებაზე ღიად ისაუბრა. ამით ის ომის მსვლელობის შესახებ ზელენსკის ოპტიმისტურ პოზიციას შეეწინააღმდეგა
