ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია
ისრაელიდან 7 ოქტომბერს გატაცებული 160-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 თვის ბავშვი, ამ დრომდე ჰამასის ტყვეობაში რჩება. ისრაელმა უკვე მიიღო იმ მძევლების სია, რომელთაც დაჯგუფება დღის ბოლომდე გაათავისუფლებს. ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების ვადა დღეს იწურება. ჯამში, ბოლო 5 დღის განმავლობაში, დაჯგუფებამ 80-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლა, აქედან 60-ზე მეტი - ისრაელთან შეთანხმების ფარგლებში. თავის მხრივ, ისრაელმა 180 პალესტინელი პატიმარი გაუშვა. კატარში ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკებები ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმების კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივების საკითხზე
