სახლები დევნილებს
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლების მშენებლობა დასრულდა. იძულებით გადაადგილებულ 71 ოჯახთან სახლების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილი ოჯახებისთვის 64-დან 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი სახლები აიგო და სრულად გარემონტდა. სახლები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში აშენდა
