გომელაურის შეხვედრა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან
შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა. ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ხაზი გაესვა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე, რეგიონული დიალოგის არსებობას ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის განვითარებაში
