საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია
რუმინეთის პარლამენტმა, დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. რუმინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. რუმინეთის პარლამენტი, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს და ასევე მოუწოდებს გაგრძელდეს ევროპული მხარდაჭერა, რათა საქართველომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რუმინეთის პარლამენტი რეზოლუციაში ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ხელშესაწყობად კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის სრულ მზადყოფნას გამოხატავს