პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთანაც. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე. ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურებას ელოდება
