პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, ნორვეგიის ელჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახლად დანიშნული ელჩის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად მაღალ დონეზე აყვანას. პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე − არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში
