პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც 18 ინვესტიციისგან შედგება. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრები
