პრემიერი საუდის არაბეთში საქართველოს ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი შეხვდა საუდის არაბეთის სამეფოში ახლადდანიშნულ ელჩსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლოზ რევიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით. ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა
