საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა
დღესვე პრემიერ-მინისტრმა სომხეთის მთავრობის მეთაურის აპარატის ხელმძღვანელს უმასპინძლა. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა,რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე
