ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობები განიხილეს დღეს პრემიერ-მინისტრმა და შვედეთის სამეფოს ახალმა ელჩმა. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს, ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ასევე მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ლიბერს, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყებაც მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა
