პრემიერი საუდის არაბეთში საქართველოს ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი შეხვდა საუდის არაბეთის სამეფოში ახლადდანიშნულ ელჩსაც . ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლოზ რევიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით. ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა
