პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოში ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლოზ რევიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.
