სტიქია უკრაინაში
ძლიერი ქარი, თოვლი, ყინვა და შტორმი შავ ზღვაში - უკრაინაში სტიქიაა. უამინდობის გამო ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთშია. კიევის ოლქში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალებზე გადაადგილება შეფერხებულია. ქვეყნის მასშტაბით 14 მაგისტრალზე გადაადგილება აიკრძალა.
