რაგბის სასკოლო ლიგის 2023 წლის გამარჯვებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლის გუნდი გახდა
რაგბის სასკოლო ლიგის 2023 წლის გამარჯვებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში 22-ე სკოლა დაამარცხა. რაგბის გარდა, სასკოლო ლიგის გათამაშება წელს სპორტის კიდევ 14 სახეობაში გაიმართა და ჯამში 500-მდე სკოლის 14 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
