დიდი გაბარიტების ტრანსპორტის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები იზრდება
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, თბილისში, დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველ შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით, შემდეგ ჯარიმა იზრდება და პროექტით განსაზღვრულია სამი ათასი ლარი. გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.
