„შავი ლომის“ მოთამაშეების შეხვედრა გულშემატკივრებთან
„შავი ლომის“ მორაგბეები, დედაენის პარკში გულშემატკივრებს შეხვდნენ. სპორტსმენებმა გულშემატკივრებს „შავი ლომისა“ და „კასტილია ლაიონსის“ მატჩის ბილეთები გადასცეს, რომელიც 2 დეკემბერს ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. წლევანდელი სეზონი ქართული რაგბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის პროფესიულ რაგბის კლუბ „აი პი სი არსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის 3-წლიანი მემორანდუმი გაფორმდა.
