საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა კულტურის სფეროში
რუსთაველის თეატრში პოლონური ფონდის და ახალგაზრდა ელჩის, თორნიკე ცირეკიძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთის კულტურის დელეგაციასა და ქართველ ხელოვანებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. პროექტის ფარგლებში რუსთაველის და კრაკოვის სახელმწიფო თეატრმა გააფორმა მემორანდუმი. შეხვედრის მიზანი კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავებაა.
