მასწავლებლებს ხელფასები ეზრდებათ
განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე და პედაგოგთა ხელფასების მატებაზე „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, დღეს რა ხელფასიც აქვთ სრული განაკვეთის პირობებში მასწავლებლებს, მინიმუმ 500 ლარით ეზრდებათ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის 600, 700 და 800 ლარიც. მისივე თქმით, 2024 წელს განათლების ბიუჯეტი ნახევარი მილიონით იზრდება.