ანალენა ბერბოკის განცხადება
„უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს“,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მწვანეების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ. გერმანიის პირველი დიპლომატი ყრილობაზე ევროკავშირის გაძლიერებისა და რეფორმირების მოწოდებითაც გამოვიდა.
